რატომ უკრაინა?

920 Solution-ში ვმუშაობთ უკრაინელ დეველოპერებთან ერთად და ვუზიარებთ მათ ტალანტს სხვადასხვა ქვეყნებს. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ღირს უკრაინის განხილვა აუთსორსის ტეროტორიად.


ტექნიკური სპეციალისტების ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპის მასშტაბით

 

უკრაინაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია 90 000 აიტი სპეციალისტი, აქედან კი 50 000 – ვინც უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის მიზნების შესასრულებლად – პროგრამული აუთსორსის მიმართულებით. უკრაინა რეკორდსმენია პროფესიონალია C++ და 3D დეველოპერების რაოდენობით კუთხით. ასევე მეორე ადგილზეა Magneto-ს, Javascrpit-ისა და Scala-ს ექსპერტების მიმართულებით. სხვა აუცილებელი უნარები, როგორიცაა PHP, front-end და .Net ხელმისაწვდომია ისევე როგორც ios-ისთვის, ასევე Android-ის სისტემისთვისაც.

 

განათლება

 

უკრაინა ასევე გამორჩეულია პროგრამული დეველოპერების საგანმანათლებო სისტემის კუთხითაც. ტექნიკური მიმართულებით კურსდამთავრებულების რაოდენობა ყოველწლიურად შეადგენს 36000 სტუდენტს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენასაც. შესაბამისად, პროფრამული დეველოპერების უმრავლესობას ცოდნა მიღებული აქვს უნივერსიტეტებში. უკრაინა ლიდერებს შორისაა საინჟინრო მიმართულების კურსდამთავრებულებს შორის.

 

დაბალი გადასახადები/დანახარჯები

 

მსოფლიოს ტექნოლოგიურ დედაქალაქებს შორის, კიევში მისაღები კორპორატიული საგადასახადო განაკვეთებია, მხოლოდ 2,500 / 50,000 ($ / წელიწადში), ამის საპირწონედ ბერლინში ეს ციფრი არის 11.133/50.5000 ($/წელიწადში) ხოლო ნიუ-იორკში კი 7500/50,500 ($/წელიწადში). საინტერესოა თუ თვალს გადავავლებთ რა ღირს უკრაინაში ცხოვრებაც: 1 ოთახიანი ბინა კიევის ცენტრში ქირავდება დაახლოებით 400 დოლარად, ქალაქ გარეთ კი დაახლოებით 220 დოლარადაც შეგიძლიათ შოვნა. ლანჩისთვის კი 5-6 დოლარი საკმარისია.

ეს მისაღები და მოსახერხებელი პირობებია პროგრამული დეველოპერებისათვის, რომლებიც მოღვაწოებენ კიევიდან, რაც თავის მხრივ პოზიტიურად ისახება მათი სამუშაოს ხარისხზეც.

 

გაქვთ იდეა?

 

920 Solutions-ის გუნდი დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის iOS, Android და ვებ აპლიკაციებს.

სწრაფი ინტერნეტი

 

ინტერნეტი უკრაინაში არის სწრაფი და ამასთანავე იაფი – შეუზღუდავი მონაცემთა კავშირი გარანტირებულია საკაბელო / ADSL- ის საშუალებით თვეში მხოლოდ 3.23 დოლარად, რაც საშუალებას აძლევს დევლოპერების გუნდს იმუშაოს უხარვეზოდ, მუდამ ქონდეთ კონტაქტი დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში youtube-ზე პროექტის სწრაფად ატვირთვა და განთავსებაც უპრობლემოა.

 

კონკურენტუნარიანი აიტი საზოგადოება

 

უკრაინას წარმოუდგენლად განვითარებული და თვალწარმტაცი IT საზოგადოება გააჩნია, რომელიც რეგულარულად ატარებს ჰაკათონებს თი საერთაშორისო და ადგილობრივ ტექნოლოგიურ კონფერენციებს. ასეთი სესიები აერთიანებს ენთუზიაზმით სავსე დეველოპერებს და  მრავალ შესაძლებელობას ქმნის მათთვის. ეს საზოგადოება საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს უკრაინაში აუთსორსზე, რადგან იქმნება ჯანსაღი სამუშაო გარემო და ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა კულტურულის ღირებულების მქონე პირი – კულტურული სიახლოვე კი აუთსორსის დროს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.  ზომიერი ფასები აიტი სფეროში

 

ზრდადი სტარტაპ გარემო

 

უკრაინაში მოქმედებს 2000+ სტარტაპი და მათი რაოდენობა იზრდება ყოველდღიურად. ეს რიცხვი მოიცავს ბევრ ცნობილ კომპანიას, როგორებიცაა მაგალითად: Petcube, iBlazr, Grammarly, Jooble, CleanMyMac, Mobalytics, და even Looksery – რომელიც 2015 წელს შეიძინა გიგანტმა კომპანიამ Snapchat.

 

მისაღები ფასები აიტი სფეროში

 

ბევრ ადამიანს მცდარი წარმოდგენა აქვს უკრაინულ დეველოპრულ სერვისები არსებულ დაბალ ფასებზე. უკრაინელ დეველოპერებზე მოთხოვნას ზრდის ზემოთ ხსენებული მიზეზები, რაც თავის მხრივ ცხოვრების დონესაც მაღლა წევს. თავის მხრივ საკომისიოები ნელ-ნელა იზრდება, იმის გამო დეველოპერებს შეუძლიათ აუთსორსის საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით მუშაობა, მათი ხელფასი არ ემორჩილება სტანდარტულ ლოგიკას, რადგან ის არაა დამოკიდებული ლოკალურ ბაზარზე და ხელფასს განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები. მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინელი დეველოპერების ფასები მაინც უფრო დაბალია, ნორდიკულ ქვეყნებზე, ლონდონზე და სილიკონის ველთან შედარებით. ეს კი საშუალებას გაძლებთ მიიღოთ უმაღლესი, საერთაშორისი ხარისხის დეველოპერული მომსახურება შედარებით დაბალ ფასად.

Related Posts