რატომაა UX – User Experience მნიშვნელოვანი

გიმუშავიათ თქვენი ბიზნესის ვების ან აპლიკაციის დიზაინზე? სწორედ ეს არის UX – User Experience Design (მომხარებელზე მორგებული დიზაინი).

 

UX-ის ერთ-ერთი განმარტებაა:

 

‘’პროცესი, რომელიც განკუთვნილია მომხარებლის კმაყოფილებისთვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის და მოხერხებულობის საშუალებით, და სიამოვნება რომელიც იწარმოება პროდუქტთან ურთიერთობით.’’ – Kujala et al

 

უფრო მარტივად კი:

 

მომხმარებელს არ უნდა უწევდეს აპლიკაციასთან ჭიდილი. პირიქით, თქვენი აპლიკაციის ინტერფეისთან ურთიერთქმედება უნდა იყოს მარტივი და სიამოვნებას ანიჭებდეს მომხარებელს.

 

რა არის აპლიკაციის მიზანი?

 

სათანადო UX დიზაინის დამსახურებით, ურთიერთმოქმედი ინტერაქცია ფარულად მიუთითებს მომხარებელს სასურველი აქტივობისკენ. კარგი დიზაინი მნიშვნელობს კარგი UX-ის საშუალებით, იმისათვის რომ მომხარებელი მიმართოს პროდუქტის მიზნისაკენ.

 

მიუხედავად იმისა რომ UX შეიძლება იყოს დიზაინის ერთ-ერთი ფენა, ნაწილი, ის წარმოადგენს მედიატორს, შაუმავალ რგოლს კლინტსა და იმას შორის, რასაც თავაზობთ კლიენტებს. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს დაბრუნდება თუ არა ერთხელ შემოსული მომხარებელი თქვენს საიტზე.

 

ყველაზე მნიშნველოვანი და ყოვლისმომცველი კონცეფცია UX-ისთვის არის ის, რომ აპლიკაციას მოიხმარებენ ნამდვილი ადამიანები სხვადასხვა მიზნებისთვის. თქვენი აპლიკაციის გახსნის პირველივე წამებში ინტერფეისი და ეკრანიდან ეკრანზე, გვერდიდან გვერდზე გადასვლის შესაძლებლობა უნდა იყოს უხარვეზო და გასაგები ყველა მომხარებლისათვის.

 

გაქვთ იდეა?

 

920 Solutions-ის გუნდი დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის iOS, Android და ვებ აპლიკაციებს.

კარგი დიზაინის მქონე UX-ის უპირატესობები

 

ისეთი დიზაინი, რომელიც მომხარებელს აძლებს საშუალებას მარტივად მოახდინოს ინტერაქცია აპლიკაციასთან, მომხარებლის დიდი ხნით შენარჩუნების წინაპირობაა. და რაც უფრო დიდ ხანს არის მომხარებელი საიტზე, მით უფრო მეტად მოგებული რჩებით.

 

როცა მომხარებელი აკეთებს იმას, რაც გინდათ რომ გააკეთოს და ამის გამო ის არ გრძნობს დისკომფორტს და ბუნებრივ აქტივობად მიირჩევს, ეს კარგი UX-ის დამსახურებაა.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი UX-ის შექმნის პროცესში არის მომხარებლების კვლევა. თქვენი მოხმარებლებისა და ძირითადი აქტივობების ცოდნის გამოყენებით, UX-ს წარმატებით ახორციელებს მიზნებს და ერგება კონკრეტული მომხარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

 

დიზაინის პროცესზე მრავალ ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა ყველაზე მნიშნველოვანი მოცემული შეკითხვებია:

 

1: ვინ არის თქვენი მიზნობრივი მომხარებელი?

2: როგორ გამოიყენებენ ისინი პროდუქტს?

 

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია შევქმნათ სათანადო UX დიზაინი თქვენი მომხარებლებისთვის. გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მომხარებელი მიყვეს თქვენს მიერ დასახულ ბილიკს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს აქტივს, რომელსაც უნდა ფლობდეთ.

Related Posts