აქტუალური კითხვები აპლიკაციის შექმნისას

ზოგ შეკითხვას თითქმის ყოველთვის სვამენ, როცა აპლიკაციის შექმნაზე მიდგება საქმე. ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს უნივერსალური პასუხები, მაგრამ ქვემოთ იხილავთ რამდენიმე ვარიანტს:

 

1: რატომ ჯდება ასეთი ძვირი?

 

პროგრამული დეველოპმენტი არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, მაშინაც კი თუ ეს შეუმჩნეველია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. აპლიკაცია შეიძლება შევადაროთ მანქანას. დღევანდელ რეალობაში სწრაფი დეველოპმენტი შესაძლებელია ასაწყობი, შექმნისთის საჭირო კომპონენტების ხელმისაწვდომობის გამო.

 

საჭიროა ფართო, საფუძვლიანი ცოდნა: რომლებია საუკეთესო კომპონენტები დღევანდე ბაზარზე და როგორ ხდება მათი ინტერაქცია? რომელი ნაწილით უნდა დაიწყოს განვითარება და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, საიმედოობა და ეფექტურობა?

 

პროგრამული დეველოპმენტი არ არის მასობრივი წარმოების პროდუქტი და მოითხოვს არა მხოლოდ მრავალპროფილურ ცოდნას, არამედ გულისხმობს ბევრ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

 

2: ნამდვილად იარსებებს უფრო იაფი ვარიანტი…

 

ცხადია შესაძლოა ხარისხიც შემცირების ხარჯზე. ისეთ ‘’უხილავ’’ შემადგენელი ნაწილებს, როგორიცაა მაგალითად უსაფრთხოება, შეიძლება დაეთმოს მინიმალური ყურადღება. ასევე, სხვადასხვა დეველოპერებს სხვადასხვა ფასები აქვთ. თუმცა, როგორც წესი ფასი და ხარისხი ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია.

იმუშავეთ ისეთ დეველოპერთან, რომელსაც ისეთივე ღირებულებები აქვს, როგორიც თქვენ.

კარგი მომზადება და სწორი გეგმების დასახვა, შეამცირებს დახარჯულ ენერგიას. მოახდინეთ თქვენი მიზნების და საჭირობების იდენტიფიცირება.

 

3: რამდენად ზუსტი დანახარჯების კალკულატორი?

 

დანახარჯების კალკულატორი შესაძლოა გამოიყენოთ მხოლოდ საწყის ეტაპზე.

ყველა პროექტი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.

გაქვთ იდეა?

 

920 Solutions-ის გუნდი დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის iOS, Android და ვებ აპლიკაციებს.

დეველოპმენტი და ტექნოლოგიები

 

4: შესაძლებელია ერთი მიმართულების პროგრამული დეველოპმენტის გამოყენება სხვა პლატფორმებზე?

 

როგორც წესი – არა. მიუხედავად იმისა რომ ზოგი მიმართულება ძალიან გავს ერთმანეთს, ოპერაციულ სისტემებში და ინტერფეისის გაიდლაინებში ისინი ძალიან განსხვავდებიან. ის ძალისხმევა, რაც უნდა გაწიოთ კორექტირებისთვის თუ ერთმანეთთან მორგებაში, არაა გამართლებული, რადგან ამაზე დახარჯული დრო და რესურსები თითქმის იგივეა რაც თავიდან შექმნას ჭირდება.

 

5: HTML – ზე დაფუძნებული აპლიკაციები ღირებულია?

არა, თქვენ უბრალოდ სისტემის უარყოფითი მხარეების კომბინაციის მიღებით დაამთავრებთ. ასეთ დროს როგორც წესი ცუდ და არაეფექტურ შედეგს ვიღებთ.

პროგრამისტებს უყვართ იმ კოდით მუშაობა, რაც უკვე კარგად იციან – და ამას არაუშავს. თუმცა ეს არ უნდა იყოს მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუ მაღალი რეზოლუცია/წარმოდგენილობა ან ტექნიკის ხელმისაწვდომობა (GPS, კამერა) არის საჭირო ძველი, დატესტილი აპლიკაციები არის საუკეთესო გამოსავალი

თუ აპლიკაცია მხოლოდ გარკვეული, მცირე ინფორმაციის წარმოდგენისთვის არის საჭირო, ისეთი მარტივი ვებსაიტი, რომელიც ერგება მობილურ მოწყობილობებსაც, კარგი გამოსავალია. როცა არ იქნება აქტიურ მდგომარეობაში აპპ სტორში, შესაძლებელი იქნება მისი განახლება სურვილისამებრ.

 

6: ჩემმა ვებ/პრინტ სააგენტომ შექმნა დიზაინი.

 

განიხილეთ დიზაინის მიზანშეწონილობა აპლიკაციის დეველოპერთან. ვების ან პრინტ დიზაინი განსხვავდება აპლიკაციის მიმართულებისგან.

 

7: ყველაფერი ძალიან ჩახლართულია

 

იპოვეთ ვინმე, ვინც შეძლებს თქვენს კონსულტირებას. ამისთვის შეგიძიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ 920 Solutions-ის გუნდს.

ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თუ შევძლებთ მოგცეთ სასარგებლო რჩევები.  

Related Posts